ჩვენს შესახებ

შპს “ალექსგრუპი” დაარსდა 2009 წლის 2 მარტს. მისი დამფუძნებელი გახლავთ ჯულიანა ხალხატიანი, რომელიც ასევე ასრულებს დირექტორის მოვალეობას. ამ შპს-ს არის დაქვემდებარებული კომპიუტერული ცენტრი იგივე სახელწოდებით “ალექსგრუპი”, რომელიც ეწევა სხვადასხვა კომპიუტერულ საქმიანობას (ახალი და მეორადი კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების ყიდვა-გაყიდვა, სერვისი, სწავლება). ცენტრს გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება. სერვისსა და ყიდვა-გაყიდვას კომპიუტერული ცენტრი ახორციელებს ორ ფილიალში: გლდანში და აღმაშენებლის გამზირზე, ხოლო სასწავლო ცენტრი მდებარეობს აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფილიალში. სასწავლო ცენტრში შეისწავლება სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამები: საოფისე, გრაფიკული და საგამომცემლო პროგრამები, ასევე ქსელის ადმინისტრირება და მონტაჟი. ზემოთჩამოთვლილი პროგრამების შესწავლის შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი. ცენტრი აღჭურვილია უახლესი სასწავლო კომპიუტერებით, თანამედროვე სადიაგნოსტიკო მოწყობილობებით და დასაქმებულნი არიან კვალიფიცირებული თანამშრომლები.

სხვა ფოტოები